11:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 10:32:52, 1450 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც რუსულ კომპანიებს საავიაციო ტექნიკას აწვდიდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა კანზას-სიტიში ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის დახმარებაში არიან ბრალდებული. 

აშშ-ის ორივე მოქალაქეს - კირილ გრეგორი ბუიანოვსკის და დუგლას რობერტსონს ბრალი ედებათ შეთქმულებაში, კონტროლირებადი საქონლის ექსპორტში ლიცენზიის გარეშე, ელექტრონული საექსპორტო ინფორმაციის გაყალბებაში და აშშ-ს კანონმდებლობის დარღვევით  საქონლის კონტრაბანდაში.

იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბუიანოვსკი და რობერტსონი ფლობდნენ და მართავდნენ KanRus Trading Co.-ს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიებს თვითმფრინავის ელექტრონიკას აწვდიდა და სარემონტო მომსახურებას უწევდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 35 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმეს FBI და კომერციის დეპარტამენტის ექსპორტის აღსრულების ოფისი იძიებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics