|
2023-03-02 18:54:01, 1281 ნახვა
სამართალი
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში უცვლელად დარჩა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულისთვის ცნობილი იყო ორი პირის მიერ 2021 წლის 15 სექტემბერს ჩადენილი ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის შესახებ, რის გამოც მათ პოლიცია ეძებდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მსჯავრდებულმა წინასწარ შეუპირებლად, დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და ისინი საკუთარ სახლში შეიფარა. კერძოდ, დანაშაულის ჩამდენი პირები 2021 წლის 19 სექტემბერს ღამით, დაახლოებით 02:03 საათზე მივიდნენ მსჯავრდებულის სახლში, ღამე გაათენეს და იმავე დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, მათ ამ უკანასკნელის მიერ გამოძახებული ტაქსით ტერიტორია დატოვეს. პროკურატურამ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარუდგინა ბრალდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, უცვლელად ძალაში დარჩა და მსჯავრდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)