|
2023-03-02 12:35:31, 1453 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარძემ, მოადგილეებთან ერთად, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღასან ხალილი გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას ოთხ წელზე მეტია ხელმძღვანელობს. უახლოეს დღეებში ის საქართველოში მისიას დაასრულებს. “მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ღასანს და “UNICEF”-ის მთელ გუნდს ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისთვის. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტების დანერგვის პროცესში ყოველთვის აქვს ორგანიზაციის მხარდაჭერა. ასევე, “UNICEF”-ის ინიციატივით, ბოლო წლებში, აჭარაში არაერთი საპილოტე პროგრამა დაინერგა და განხორციელდა. ბატონ ღასანს სამინისტროს სახელით წარმატებებს ვუსურვებთ საბერძნეთში მისიის განხორციელებისას” - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. "შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. კერძოდ, ტყვიის ექსპოზიციის კვლევა ბავშვებში და პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის დანერგვა, ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების კრიტერიუმების განსაზღვრა. “UNICEF”-ის განსაკუთრებული მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში იყო, ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდა არაერთი საინფორმაციო კამპანია. ღასან ხალილმა თავის მხრივ ურთიერთთანამშრომლობა აჭარის მთავრობასთან დადებითად შეაფასა და მინისტრს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)