|
2023-03-02 11:07:02, 1687 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 8.1% შეადგინა - ნახეთ რა გაძვირდა
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის თებერვლის წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტი შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურებაზე (1.3 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.5 პროცენტით, რაც -0.19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.7 პროცენტი). ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.8 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2.3 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.73 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (21.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (12.2 პროცენტი), თევზეული (12.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-0.3 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4 პროცენტიანი მატება, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (38.7 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.6 პროცენტით, რაც -0.79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-19.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8.0 პროცენტი).
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)