02:39 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 21:02:08, 1579 ნახვა

მსოფლიო
რუს ოპოზიციონერს ვლადიმერ კარა-მურზას ციხეში კიდურების დამბლა უვითარდება

პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზას, რომელიც მოსკოვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  #5 „ვოდნიკში“ იმყოფება, საკანში ყოფნის შემდეგ კიდურებში დაბუჟება დაეწყო, მას გადაადგილება უჭირს, - ამის შესახებ, რუსი ოპოზიციონერის ადვოკატი  ვადიმ პროხოროვი იუწყება.

განცალკევებულ საკანში ყოფნის მე-3 დღეს ყარა-მურზამ დაიწყო მგრძნობელობის დაკარგვა ჯერ მარჯვენა ფეხში, შემდეგ კი მარცხენაში.

პროხოროვმა გაიხსენა, რომ 2015 და 2017 წლებში ორი მოწამვლის შემდეგ ყარა-მურზას განუვითარდა პერიფერიული პოლინეიროპათია და სადამსჯელო საკანში ყოფნამ დაავადების გამწვავება გამოიწვია.

პოლიტიკოსმა დაწერა განცხადება სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელის, დიმიტრი კომნოვის მისამართით, ნევროლოგის მიერ გასინჯვის მოთხოვნით.

ყარა-მურზა სასჯელაღსრულების საკანში თებერვლის ბოლოს მოათავსეს, რადგან „ადგომის შემდეგ ლოგინზე იწვა“.

ყარა-მურზა 2022 წლის აპრილიდან ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. პოლიტიკოსი  „ღალატის“ ბრალდებით და არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელების ბრალდებით დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics