18:46 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 16:32:26, 660 ნახვა

საზოგადოება
„ავტორიზაციის შეწყვეტა პოლიტიკურად მოტივირებულია“ - მარნეულში დავით აღმაშენებლის სკოლა-ლიცეუმი განცხადებას ავრცელებს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სასწავლო დაწესებულება განცხადებას ავრცელებს. 

დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას უსამართლოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, რასაც მათივე თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, განვითარებული მოვლენები ადასტურებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეთა უმრავლესობა  ეთნიკურად აზერბაიჯანელია და სწორედ სკოლის დამსახურებაა, რომ მოსწავლეები ქართულ ენაზე გამართულად საუბრობენ, წერენ და კითხულობენ.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში განხორციელდა არაგეგმური მონიტორინგი, რომლის საფუძველზეც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო  უკიდურესი გადაწყვეტილება, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის მიმდინარე წლის 8 მარტიდან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი დაფუძნდა 2010 წელს.  დაფუძნების დღიდან  სკოლამ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული  ავტორიზაციისა და მონიტორინგის პროცესები. 

ხაზგასასმელია, რომ ქ. მარნეულში მდებარე სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეთა უმრავლესობა  არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი. სწორედ სკოლის დამსახურებაა, რომ მოსწავლეები აღწევენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებსა და შედეგებს და გამართულად საუბრობენ, წერენ და კითხულობენ ქართულ ენაზე. აღნიშნული ფაქტი ყოველთვის იმსახურებდა მოწონებას სახელმწიფო მოხელეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. 

საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 27 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება არის უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული. დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელთა საკუთრებაში არსებული სხვა სკოლების ირგვლივ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, განვითარებული მოვლენები ადასტურებს პროცესის პოლიტიკურ ხასიათს. შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან, იგივე გზით  ავტორიზაცია გაუუქმდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს, ბათუმის სკოლა-ლიცეუმს, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლას და შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს. ამავე პერიოდში, აღნიშნული სკოლების გენერალური დირექტორი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თურქეთის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, დაკავებულ იქნა და იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 9 თვის განმავლობაში. 

მიგვაჩნია, რომ  დავით აღმაშენებლის სკოლა-ლიცეუმში ჩატარებული რიგგარეშე მონიტორინგი, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში მოყვანილი ხარვეზები და საბჭოს მსვლელობისას ავტორიზაციის საბჭოს ზოგიერთი წევრის დამოკიდებულება და საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება სკოლის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ წარმოადგენს ზემოაღნიშნული პროცესების გაგრძელებას.

აღსანიშნავია, რომ საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით არ გაითვალისწინა მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების უფლებები და საუკეთესო ინტერესები და სასწავლო პროცესი შუა სემესტრში გაწყვიტა. საბჭო არ დაელოდა მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებასაც კი და სკოლას ავტორიზაცია გაუუქმა დაუყოვნებლივ.

სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმება უსამართლოა. საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობისთანავე, სკოლა მიმართავს ყველა გზას სამართლიანობის აღსადგენად!“,- ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics