|
2023-03-01 16:10:09, 762 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - ომის დაწყებიდან დღემდე, პუტინმა უკრაინაში უკვე ხუთი დიდი მარცხი განიცადა
რუსმა დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა უკვე განიცადა ხუთი დიდი მარცხი უკრაინაში,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ განაცხადა. მისი თქმით, აგრესორი ქვეყნის თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელებმა ზამთრის ტერორის დამარცხება მოახერხეს. „2023 წლის პირველ მარტს პუტინმა მეხუთე დიდი მარცხი განიცადა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დღიდან - უკრაინამ დაამარცხა მისი ზამთრის ტერორი. ჩვენ გადავურჩით უმძიმეს ზამთარს ჩვენს ისტორიაში. სიცივესა და სიბნელეში ვიყავით, მაგრამ ვიყავით დაუმარცხებელი",- განაცხადა კულებამ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პირველი მარცხი, იყო, როდესაც შეტევის პირველივე წუთებიდან უკრაინელებმა პუტინს შიშით პარალიზების საშუალება არ მისცეს. "მეორე, როდესაც ჩვენ ჩავშალეთ რუსული ბლიცკრიგის გეგმა. უკრაინა არ დაეცა სამ დღეში, შვიდში, ერთ თვეში ან წელიწადში და არასოდეს დაეცემა",- განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, მესამე მარცხი, რუსეთის ფედერაციას დიპლომატიურ ფრონტზე მიაყენეს. „მსოფლიო კოალიცია უკრაინისთვის, რეზოლუციები, იზოლაცია, იარაღის მიწოდება, სანქციები, ენერგეტიკა, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას. მეოთხე მარცხი არის რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დაკარგვა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის დანარჩენი თავდაცვის ძალების ეფექტური მოქმედებებისა და კონტრშეტევების შედეგად. საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ რთული გზაა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, როგორ მოვიგოთ. ამისთვის ყოველდღე უნდა ვიმუშაოთ და გვჯეროდეს უკრაინის",- დასძინა კულებამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)