19:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 14:05:06, 557 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთის“ ახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე დაიწყო

1 მარტიდან ბიზნეს და აგრო მომხმარებლებისთვის საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებს, ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ ბიზნეს და აგრო სესხებზე,  სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ.

"ლიბერთის" ბიზნეს და აგრო სესხების პირობები ითვალისწინებს აგრო, ინდუსტრიული თუ საოჯახო ბიზნესის საჭიროებას და სეზონურ ციკლს – შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე და მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურად ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს და აგრო სესხების აღება შესაძლებელია როგორც ბიზნესის გაზრდისა და მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე პირადი მიზნებისთვისაც –  50 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე.
 
"ლიბერთი" აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პირობების შეთავაზებას ბიზნეს და აგრო პროდუქტებზე.  ჩვენი მიზანია ნებისმიერ მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა მიიღოს და განკარგოს ფინანსები ეფექტურად, რაც საკუთარი ბიზნესის გაზრდაში დაეხმარება. ვფიქრობთ,  ჩვენი ახალი შეთავაზებით ხელს შევუწყობთ ამ პროცესს, მომხმარებელი კი ქეშბექის სახით მაქსიმალურ  სარგებელსაც მიიღებს. "ლიბერთისთვის"  მნიშვნელოვანია მცირე და საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა, რისთვისაც  დეტალურად ვსწავლობთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ სწორედ ამ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას", - განაცხადა "ლიბერთის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ.

"ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics