11:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 13:42:14, 564 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლში პირველი მარტიდან საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღება შესაძლებელი გახდა

იუსტიციის სახლში პირველი მარტიდან საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღება გახდა შესაძლებელი.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მომხმარებელს მომსახურების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლია.

იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ისეთ სერვისებზე, როგორიც არის:

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა, სხვადასხვა საფუძვლით პენსიის დანიშვნა, საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლა, ინდივიდუალური გვერდის პირველადი პაროლის მიღება/აღდგენა, სქემის მონაწილის ცნობის მიღება და სხვა.

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში საპენსიო სააგენტოს მომსახურების გაცემის პროცესს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე პირადად დააკვირდნენ და პირველ მომხმარებელს უმასპინძლეს.

თანამშრომლობის ფარგლებში სერვისზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი მთელ საქართველოს ფარავს და 117 ფილიალში, ასევე მობილურ იუსტიციის სახლებშიც არის წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი მომსახურება სახლთან ახლოს მიიღოს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics