19:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 13:19:46, 492 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, ერთობლივი პროექტები განიხილეს და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. 

„ზურაბ აზარაშვილმა, დიპლომატს, ქვეყანაში მოქმედ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარ მიზანს  მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, მათთვის სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის  გაზრდა წარმოადგენს. ჯანდაცვის მინისტრმა, გერმანიის ელჩს, ამ მიზნით, სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედებას, ასევე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას.  

მხარეებმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. 

ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის  გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics