19:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 12:21:24, 921 ნახვა

საზოგადოება
რატომ არის საჭირო ორთოპედიული პროდუქტების გამოყენება ორსულობის დროს?

ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები ხდება, რაც აუცილებლად ყურადღების მიქცევასა და შესაბამისი ზომების მიღებას საჭიროებს. არსებობს ისეთი ორთოპედიული პროდუქტები, რომელთა გამოყენებაც ორსულობისას სხვადასხვა გართულების პრევენციას უწყობს ხელს, მაგალითად, ორსულობის პერიოდში მენჯის ძვლებზე დატვირთვა იზრდება, რის გამოც ქალების უდიდეს ნაწილს წელის ტკივილი აწუხებს. ამ დროს კი რეკომენდებულია საორსულე ქამრის გამოყენება, რომელიც წელის არეში დატვირთვას ამცირებს და მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

ორსულებს ასევე ხშირად აწუხებთ გულ-ძმარვა, რომელსაც ზოგიერთი ჰორმონი და ფიზიკური ცვლილებები იწვევს. ასეთ დროს ეფექტურია რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიშის გამოყენება, რომლის 45 გრადუსით ამაღლებული ზედაპირი კუჭისა და საყლაპავის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს და  კუჭის მჟავის საყლაპავ მილში გადმოსვლას უშლის ხელს.

ზოგადად, ორთოპედიული ბალიშების გამოყენება ჯდომის, ძილისა თუ მგზავრობის პროცესში ორსულებისთვის საკმაოდ დიდ შეღავათს იძლევა. ხოლო თუ ქალს ვენებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს ორსულობის პერიოდში ეს დაავადება მწვავდება. სწორედ ამიტომ, ვენების ვარიკოზული დაავადების არსებობის შემთხვევაში ეფექტურია საორსულე კოლგოტის ტარება. საორსულე კოლგოტები ამცირებს როგორც მარტივი ვენური, ასევე უფრო რთული ვარიკოზული დაავადებების წარმოქმნისა და გართულების  რისკებს. კომპრესიული კოლგოტების დახმარებით სისხლძარღვები ნორმალურად ფუნქციონირებს, რაც ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, კოლგოტის ფორმა კი მუცელს იდეალურად მიყვება და საჭირო მოჭერილობა აქვს. გარდა ამისა, საორსულე კოლგოტი აქრობს ტკივილის, დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას კიდურებში.

ორთოპედიული პროდუქტების ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელი საქართველოში კომპანია “ახალ ხედვას” აქვს. სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია  Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ის, Berger-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქცია, რომელიც ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი “ახალ ხედვაში”.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics