|
2023-03-01 10:17:51, 1359 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთი მილიარდობით დოლარს ხარჯავს პრორუსულ დეზინფორმაციაზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ - სახდეპი
ჩინეთი მილიარდობით დოლარს ხარჯავს პრორუსულ დეზინფორმაციაზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა, ჯეიმს რუბინმა განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთი ნელ-ნელა უპასუხებს ჩინეთს, რომელიც მილიარდობით დოლარს ხარჯავს მთელ მსოფლიოში „შხამიანი“ დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რომელიც სრულად შეესაბამება რუსეთის რიტორიკას უკრაინის შესახებ. "ჭა მოწამლულია ჩინური და რუსული დეზინფორმაციით - ეს საზიანოა", - თქვა რუბინმა. კოორდინატორმა აღნიშნა, რომ პეკინი მუშაობს გლობალურად და უფრო მეტ ფულს ხარჯავს დეზინფორმაციაზე, ვიდრე მოსკოვი. ჩინეთი იმეორებს და ავრცელებს რუსეთის თეზისებს „ნატო-ს მიერ გაჩაღებული ომის შესახებ“. ცნობისთვის, ჩინეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლისთავზე "ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ" გამოაქვეყნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს გეგმა 12 პუნქტს მოიცავს. პრესრელიზში, ჩინეთმა მხარეებს მოუწოდა "გამოეჩინათ თავშეკავება" და შეეწყვიტათ ცეცხლი, თუმცა არ უხსენებია რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი, რომელმაც დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი. პეკინის პოზიციას მხარი დაუჭირა ყაზახეთის ხელისუფლებამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)