07:24 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 19:49:56, 689 ნახვა

დანიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები ახალ პროგრამას იწყებენ

დანიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას აძლიერებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დანიის ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან ერთად განიხილა, რომელმაც ლელა ჩიქოვანს ახალი თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იენს ერიკ ჰიორტი წარუდგინა.

ლელა ჩიქოვანმა დანიურ მხარეს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებისა პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობა. დანიის ელჩი და ატაშე ეროვნულ გვარდიაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და SNGP-ის ფარგლებში ეროვნული გვარდიისთვის დანიური მხარის მიერ გადმოცემული აღჭურვილობა დაათვალიერეს.

ახალი პროგრამის ფარგლებში, დანიის შიდა გვარდია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს დახმარებას გაუწევენ მედეგობის გაძლიერებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics