19:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 14:40:31, 652 ნახვა

საზოგადოება
ნინო ნიჟარაძემ სალიხ აბაშიძის სახელობის ინფექციურ რეგიონულ ცენტრში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, სამედიცინო პერსონალთან მორიგი შეხვედრა სალიხ აბაშიძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში გამართა.

 შეხვედრაზე მინისტრმა ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს, სამინისტროს 2023 წლის პროგრამები გააცნო, გასული წლის შედეგები მიმოიხილა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

"სამინისტროს პროგრამების შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ვაგრძელებთ შეხვედრებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან. დღეს, შეხვედრის მონაწილეებთან კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვით ფტიზიო-პულმონოლოგიური ცენტრი შეიცვლის ადგილმდებარეობას და საქმიანობას ინფექციური საავადმყოფოს ერთიან სივრცეში, თანამედროვე სამედიცინო გარემოში გააგრძელებს. ტუბერკულოზის ამჟამინდელი შენობა ათეული წლების წინ არის აგებული და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რიგ პროგრამებში. 

შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა 60 წლის იუბილესა და რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორი, ციური აბულაძე და ამავე ცენტრის ინფექციური დეპარტამენტის უფროსი, ინფექციონისტი, ჯემალ დუმბაძე დააჯილდოვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics