|
2023-02-27 17:26:19, 1142 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილი 5-7 კგ-ის დაკარგვის შემდეგ, საწოლზე მიჯაჭვული გახდება - ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა
5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების მიხედვით მომზადდა. ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები დაიწყება. "2023 წლის 19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით. სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში. 19 თებერვალს ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაგეგმილი ჰქონდათ პაციენტის გასინჯვა და მისი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა. მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური გასინჯვა მოხერხდა, ხოლო სამედიცინო მასალების ადგილზე მოწოდება, სამწუხაროდ, კლინიკამ ვერ უზრუნველყო არასამუშაო დღის გამო. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა სრული სამედიცინო მასალები 2022 წლის 4 დეკემბრიდან (ექსპერტთა ბოლო ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან) ამ დრომდე და მასალების გაცნობას ექსპერტთა ჯგუფი განახორციელებს დამატებით. სახალხო დამცველის აპარატი და ექსპერტთა ჯგუფი უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის დოკუმენტურ მონიტორინგს ინტენსიურად გააგრძელებს. 19 თებერვლის ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გრიგოლი ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი) და ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი). ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიებში მონაწილეობა ასევე მიიღო გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი) და გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი). ექიმ-ექსპერტების დასკვნა: პაციენტის მდგომარეობა: ობიექტური გამოკვლევით: გამოხატულია მძიმე სარკოპენია. პაციენტმა დაიკლო კიდევ 5.7 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო. წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 125/75-იდან 60/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების კიდევ უფრო დაქვეითება შთაბეჭდილება: სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია. 1. პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში. შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. 2. გაღრმავებულია პერიფერული და აუტონომიური ნევროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას. ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით. სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: გიორგი გრიგოლია, გრიგოლი ხურციძე, გიორგი კაჭარავა, გიორგი პაპიაშვილი, თენგიზ წულაძე, ნინო ზავრაშვილი", - ნათქვამია ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში.
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)