20:14 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 14:12:44, 686 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის (FMC) დანერგვის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ

ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის რეფორმა საქართველოში ეტაპობრივად მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად და წარმოადგენს ქვეყნისთვის საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის სტრუქტურა სრულად შეესაბამება ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებულ მოდელს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ერთ-ერთი პირველია საპილოტე სამინისტროებსა და სსიპებს შორის, რომლებმაც აღნიშნული პროგრამის დანერგვა უნდა მოახდინონ. 

პროგრამის მიზანი საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის გაუმჯობესებაა. 

ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) წარმომადგენლებმა ჩაატარეს. ტრენინგი ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებას აღნიშნული მიმართულებით და FMC სისტემის ეფექტიან დანერგვას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics