20:14 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 12:16:36, 697 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი - სააკაშვილს კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ლოგინიდან ვეღარ დგება, საუბარიც უჭირს

ერთი კვირაა, მიხეილ სააკაშვილს კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს კიდურების, ლოგინიდან ვეღარ დგება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ილია ლომიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს საუბარიც უჭირს და საწოლში მოძრაობის უნარიც აღარ აქვს. 

"ერთი კვირაა, მიხეილ სააკაშვილს კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ლოგინიდან ვეღარ დგება და ტკივილგამაყუჩებლებს უკეთებენ. საუბარიც უჭირს, არ უნდა საუბარი, უხასიათოდაა, მივარდნილი და უმწეო მდგომარეობაშია. სიმართლე გითხრათ, მე ის ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახავს. ის სატელევიზიო გადაცემებს ადევნებდა თვალს, საუბრობდა, ახლა კი საუბრის სურვილიც არ აქვს, ფაქტობრივად არაფერზე საუბრობს და უბრალოდ ჩვენი შეხვედრა იმით შემოიფარგლება, რომ გამარჯობას ვეუბნებით და რამდენიმე წუთის შემდეგ მის პალატას ვტოვებთ. ერთი კვირაა, უკვე ასეთ მდგომარეობაში არის, გადატრიალების უნარიც აღარ აქვს, რომ საწოლიდან გადმოტრიალდეს. მხოლოდ ერთ მხარეს არის",- განაცხადა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა. 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics