11:10 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-26 13:15:33, 1560 ნახვა

ომი უკრაინაში
სკიბიცკი - გაზაფხულზე უკრაინის არმია კონტრშეტევისთვის მზად იქნება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, გაზაფხულზე უკრაინა კონტრშეტევისთვის მზად იქნება.

როგორც სკიბიცკიმ გერმანულ მედიაჯგუფ Funke-თან ინტერვიუში აღნიშნა, "ზუსტი მომენტი დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის დასავლური იარაღის მიწოდებაზე".

„ვფიქრობ, გაზაფხულზე ჩვენ მზად ვიქნებით კონტრშეტევისთვის“, - განაცხადა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ და არ გამორიცხა, რომ უკრაინამ რუსეთში, ბელგოროდის ოლქში იარაღის საცავებს დაარტყას.

"უკრაინაზე თავდასხმები სწორედ იქიდან დაიწყება. ეს საფრთხეს უქმნის, მაგალითად, ხარკოვს", - თქვა მან და განმარტა, რომ კონტრშეტევის მიზანი „უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის გათავისუფლებაა“. 

„ჩვენ შევწყვეტთ მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანას 1991 წლის საზღვრებში აღვადგენთ“, - განაცხადა სკიბიცკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics