01:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 23:20:36, 1500 ნახვა

ომი უკრაინაში
გონჩარენკო - მე არ მაკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის პოზიცია და ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოს მოსახლეობის პოზიციით

ჩვენ ნამდვილად ვასხვავებთ ქართველ ხალხსა და ქართულ ხელისუფლებას, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ის არ ერევა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ, როგორც ევროპის საბჭოს წევრი, ის არ არის კმაყოფილი საქართველოს მთავრობის პოზიციით, მაგრამ ძალიან კმაყოფილია საქართველოს მოსახლეობის პოზიციით.

პირველ რიგში, ჩვენ ნამდვილად ვასხვავებთ ქართველ ხალხსა და ქართულ ხელისუფლებას. არ ვერევი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ როგორც უკრაინელი, როგორც პარლამენტის წევრი, როგორც ევროპის საბჭოს წევრი შემიძლია გითხრათ, მე არ მაკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის პოზიცია და ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოს მოსახლეობის პოზიციით. ვიცი, რამდენი მოხალისე ჩამოვიდა, რომელიც იბრძვის ჩვენს მხარდამხარ, ვიცნობ ბევრ ქართველს, რომელიც აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას. ესეც უნდა იყოს, რადგან საქართველომ განიცადა რუსეთის იმპერიის ზარალი, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, 20% თქვენი ტერიტორიის ოკუპირებულია და არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობამ დაიკავოს ოპოზიცია, რომ ომში გვითრევენ. ასე არ არის. 50 ქვეყანა ეხმარება უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით, ახალი ზელანდიის ჩათვლით, ყველა ევროპის ქვეყანა და ისინი ომში არ არიან რუსეთთან", - განაცხადა გონჩარენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics