02:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 14:06:27, 664 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ვუსურვებ

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკრაინელ ხალხს ტერიტორიულ ერთიანობას და მშვიდობას უსურვებს.

როგორც მან მედიასთან საუბრისას განმარტა, საქართველომ ყველა პლატფორმაზე უკრაინის მხარდაჭერა და  თანადგომა არაერთხელ გააჟღერა.

„დღეს 24 თებერვალია. გასულ წელს, რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. დაიწყო საომარი  მოქმედებები. უმძიმესია რაც უკრაინაში ხდება. პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას. ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და კარგად გვესმის, რას ნიშნავს ომი. ვუსურვებ მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას. რაც შეეხება მხარდაჭერას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე  უკრაინის მხარდაჭერა და თანადგომა გაჟღერდა და კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, უკრაინის ომთან მიმართებით, ოპოზიციური პარტიების რიტორიკა შეაფასა.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ხედავს საზოგადოება მათ რიტორიკას ომთან, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ჩვენთვის მთავარია, რომ ქართველ ხალხს მოვუსმინოთ და გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ ინტერესს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ყველაფერს გავაკეთებთ მის შესანარჩუნებლად,  რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics