13:07 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 13:10:42, 1632 ნახვა

ომი უკრაინაში
მაკრონი - საფრანგეთი უკრაინის გვერდით დგას

საფრანგეთი უკრაინის გვერდით დგას, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლისთავს.

მაკრონი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს და ამბობს, რომ საფრანგეთი საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის გამარჯვების მხარდამჭერია.

"უკრაინის ხალხს - საფრანგეთი თქვენ გვერდით დგას. სოლიდარობის, გამარჯვებისა და მშვიდობისთვის",- წერს მაკრონი Twitter-ზე. 

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვლის დილის საათებში, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა ცნო მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და უკრაინაში შეჭრას, აღნიშნული რეგიონების დაცვის საბაბით, „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დაბომბვების სერიამდე 20 წუთით ადრე, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა.

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ, თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის წარმომადგენლობა - მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
გაუმართავ მანქანებზე გაიცემოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითი დასკვნები - დააკავეს 3 პირი
"დაამონტაჟა ფოტოები, მიანიჭა პორნოგრაფიული სახე და გაავრცელა" - დაკავებულია არასრულწლოვანი
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics