13:51 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 22:35:52, 1561 ნახვა

ომი უკრაინაში
კლიჩკო - პუტინს საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს, თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, შემდეგი ქართველები იქნებით

ჩემი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ შემდეგია : პუტინს საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს, თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, შემდეგი თქვენ - ქართველები იქნებით, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში წარმოებული ომი მთელი მსოფლიოსთვის დიდი ტრაგედია და საფრთხეა, ვინაიდან რუსეთმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლის სანაცვლოდ რუსეთის ტერიტორიის გაფართოება გადაწყვიტა.

"ტრაგედიის ერთი წელი, კატასტროფის ერთი წელია ჩვენს სამშობლოში. ეს არის დიდი ტრაგედია თითოეული უკრაინელისთვის. ეს არამხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის დიდი ტრაგედიაა. მაგრამ ეს ყველაზე დიდი ტრაგედია აღმოჩნდა რუსეთისთვის, ადამიანისთვის, რომელმაც ერთ დღეს გადაწყვიტა, რუსეთის გაფართოებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გაენადგურებინა. უკრაინა აკვირვებს მთელ მსოფლიოს ჩვენი წინააღმდეგობით. ჩვენ მხოლოდ დღეებსა და კვირებს გვაძლევდნენ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ერთი წელია წარმატებით ვიცავთ სამშობლოს. ჩემი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ შემდეგია: პუტინს საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს, თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, შემდეგი თქვენ - ქართველები იქნებით. ჩვენ ვიბრძვით არამხოლოდ ჩვენი სახლებისთვის, არამედ თქვენი სიცოცხლეებისთვისაც", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics