|
2023-02-23 17:38:43, 984 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერასა და „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,კანონიერ ქურდობაში", ,,ქურდული სამყაროს" წევრობაში, ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერასა და „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის თებერვალსა და მარტში, „ქურდული სამყაროს" წევრები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში მოდავე მხარეებს შორის, „კანონიერი ქურდების" დავალებით „ქურდულ გარჩევებს" აწყობდნენ და დაზარალებულებს ფულადი თანხის გადახდას სთხოვდნენ. ამასთან, სადაო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები უცხო ქვეყანაში გადავიდნენ, სადაც „კანონიერი ქურდების" მონაწილეობით ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რაშიც „ქურდული სამყაროს" მხარდამჭერი პირიც მონაწილეობდა. "პროკურატურამ ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223'-ე მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა"), სამ პირს - სსკ-ის 223'-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა), ერთ პირს - სსკ-ის 223'''-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა) და კიდევ ერთ ბრალდებულს - სსკ-ის 223''''-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა) წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ,,კანონიერ ქურდებს" სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით, ,,ქურდული სამყაროს" წევრობაში ბრალდებულებს - 7 წლით და 6 თვით, ხოლო „ქურდული სამყაროს" მხარდაჭერაში და „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვაში ბრალდებულებს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- აღნიშნულია ინფორმაციაში..
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)