20:54 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 15:40:06, 792 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების მიზნით AIR SERBIA-ს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე მაროკოში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ფორუმის მეორე დღეს თბილისის  საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყების მიზნით შეხვედრა გაიმართა AIR SERBIA-თან.

,,სერბეთი ჩვენი ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებაა. ვხედავთ რომ, სერბი ტურისტების რაოდენობა საქართველოში ეტაპობრივად იზრდება. 2022 წელს 2019 წელთან შედარებით 82%-ით აღდგა და 2021 წელთან შედარებით 87%-ით იმატა. რაც შეეხება სერბეთიდან მგზავრთნაკადს, 2022 წელს 2019 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა და 2021 წელთან შედარებით 107%-იანი მატება გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს დედაქალაქებს შორის იყოს პირდაპირი საჰაერო კავშირი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის, ასევე მეტი ტურისტული ნაკადებისთვის, რისთვისაც ძალისხმევას არ ვაკლებთ,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

ქალაქ ტანჟერში მიმდინარე საავიაციო ფორუმის მეორე დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა შეხვედრები გამართა PEGASUS AIRLINES-თან, TURKISH AIRLINES-თან,  SAUDIA-ს და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics