22:32 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 14:54:46, 797 ნახვა

სამართალი
პოლონეთში დააკავეს ქართველი, რომელიც თავს პოლიციელებად ასაღებდა და მოქალაქეებს ფულს სძალავდა

პოლონეთში, პოზნანის შტაბის საგამოძიებო და კრიმინალური განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, რომლებიც თავს პოლიციელებად ასაღებდნენ და ხანდაზმულ მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ. 

როგორც პოლონური მედია წერს, სამართალდამცველები საგამოძიებო ოპერაციებს მთელ პოლონეთში ატარებდნენ. 2023 წლის 18 იანვარს კი, ტარნოვში 24 წლის პოლონელი და 44 წლის ქართველი დააკავეს, მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი თაღლითური გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და 25 000 ზლოტის უკანონოდ დაუფლებას ცდილობდნენ. 

პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ასევე მონაწილეობდა მსგავს თაღლითობაში, რომელიც 2022 წლის დეკემბრის ბოლოს მოხდა ვაგროვიეცსა და ნოვი ტომისლში. იქ თაღლითობის მთლიანმა თანხამ 220 000 ზლოტი შეადგინა. 

ასევე, ამ შემთხვევაში, გაირკვა, რომ დაკავებულები მონაწილეობდნენ ამ ტიპის სხვა დანაშაულებში გდინიასა და ჩონიცეში, სადაც ზარალი 237 000 ზლოტს გაუტოლდა. 

ბრალდებულებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პოლიცია სხვა ეჭვმიტანილებს იდენტიფიცირებას და შემდგომ დაკავებას არ გამორიცხავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics