20:55 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 13:38:39, 848 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, ომის ვეტერანი და მისი ოჯახი საკუთარი სახლიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოასახლა

თბილისში, ლავრენტი არდაზიანის ქუჩაზე მცხოვრები ომის ვეტერანი, მისი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები საკუთარი სახლიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოასახლა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, რომლებმაც საცხოვრებელი სახლის ხის კარი უროთი შეამტვრიეს და იქ მაცხოვრებლები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

რაც შეეხება თავად აღსრულების ბიუროს, მისი წარმომადგენელი ამბობს, რომ საქმე დაწყებულია პროკურატურაში.

"მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმეზე, ხედავთ, როგორი ძალმომრეობითი ქმედებით, მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი აღსრულება ჰქვია პროცესს, თუმცა ასეთი ფორმით არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. ასევე მოვითხოვთ კრედიტორის დასწრებას, ამას კანონი ითვალისწინებს, თუმცა საქართველოში ძალმომრეობითი ქმედებით ხორციელდება ეს პროცესი.

სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს, არსებობს დანაშაულის ნიშნები, დაყადაღებულია ქონება, სამწუხაროდ გამოძიების დასრულებამდე ხდება ამ ქონების გამოთავისუფლება, რაც წესით არ უნდა ხდებოდეს“- განაცხადა გამოსახლებული ოჯახის ადვოკატმა.

ამასთან, როგორც შემდგომ გაირკვა მევახშისგან ომის ვეტერანს 20 ათასი ლარი ჰქონდა ნასესხები, აპირებდა თანხის დაბრუნებსაც, თუმცა მევახშემ ფულზე უარი თავად თქვა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics