|
2023-02-23 12:33:45, 1627 ნახვა
ომი უკრაინაში
კასიანოვი - პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა მარტივი ნადავლი იქნებოდა, თუმცა ის შეცდა
პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა მარტივი ნადავლი იქნებოდა, თუმცა ის შეცდა, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თბილისში, ომის წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც კასიანოვმა კონფერენციაზე, სახელწოდებით "რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთი, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს დაშორდა და სრულ იზოლაციაშია, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება. "პუტინის აგრესია არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ მიმდინარეობს. პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა მარტივი ნადავლი იქნებოდა, თუმცა ის შეცდა. დასავლეთი და ნატო ისეთი ერთიანი და ძლიერი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. რუსეთი გლობალურად დაშორდა ცივილიზაციას და სრულ იზოლაციაშია. ის დაემსგავსა ირანსა და ჩრდილოეთ კორეას", - თქვა კასიანოვმა. დროებითი რწმუნებულის განცხადებით, უკრაინაში ჩადენილი სამხედრო და ომის დანაშაულების გამო, რუსი ჯარისკაცებისა და პოლიტიკური რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. "რუსეთმა ძალიან დიდი დანაკარგები განიცადა და ეს გრძელდება. მისი პროპაგანდა არმიის ძლევამოსილების შესახებ საბოლოოდ დაინგრა. რუსეთი იბრძვის დასახლებული პუნქტების, სკოლების, თეატრებისა და საავადმყოფოების წინააღმდეგ. ისინი მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ იყენებენ ფოსფორის ბომბებს. უკრაინაში რუსმა ჯარისკაცებმა ათასობით სამხედრო და ომის დანაშაული ჩაიდინეს. უკრაინულ მხარეს ყველა ფაქტი დადასტურებული აქვს. აუცილებლად დადგება რუსი სამხედროებისა და პოლიტიკური რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი. პარტნიორები შეიარაღებით გვეხმარებიან, რაც ჩვენი საერთო მტრის დამარცხებაში კიდევ უფრო გვეხმარება. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს!" - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)