|
2023-02-23 10:08:43, 2176 ნახვა
სპეციალური ანონსი
ირაკლი ღარიბაშვილი მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში ჩავა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა. "მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი არიან", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)