21:34 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 14:36:14, 764 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, შერაზ გარსს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში შერაზ გარსს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. 

მათივე ცნობით, ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას მრავალწლიანი მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხს.

შეხვედრაზე მინისტრმა გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ქვეყანაში ლიბერალური საგადასახადო სისტემის საფუძველზე ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემოს მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მინიჭებული აქვს ევროპული პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, რაშიც ჩვენი მეგობარი ქვეყნების და, რა თქმა უნდა, საფრანგეთის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ჩვენ საფრანგეთთან ეფექტიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რისთვისაც განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო. ვიმედოვნებ, სამომავლო გეგმები კიდევ უფრო აქტიური და ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„როგორც იცით, ევროკავშირი ღირებულებების და პრინციპის ერთობაა. მე მინდა მოგილოცოთ ევროპული პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, საქართველოს დავეხმაროთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში. ასევე ვფიქრობთ, რომ საქართველო ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული იმპორტზე და ადგილობრივად წარმოებული პროდუქციით თავი უნდა დაიმკვიდროს ევროკავშირის ბაზარზე. მე მივესალმები ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე პროექტებს და აღვნიშნავ, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა შერაზ გარსმა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამელიორაციო ინფრასტრუქტურისა და მესაქონლეობის განვითარების, ასევე ღვინის სერტიფიცირებისა და წყლის რესურსების მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს უფროსი რაფაელ ჟოზანი და საელჩოს ეკონომიკის სამსახურის უფროსი ფრანსუა ანრი კლოარეკი ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში..

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics