|
2023-02-22 13:12:10, 561 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რიგით მეოთხე პროექტი - ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 კვარტალში განხორციელდება. აღნიშნულ კორპუსში 36 ოჯახი ცხოვრობს და მათ უახლოეს მომავალში სრულიად ახალი, მოწესრიგებული ბინები ჩაბარდება. „ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის მესამე მასივში კიდევ ერთი, რიგით მეოთხე პროექტი განხორციელდება. დაგეგმილია მე-4 კვარტლის მე-6 კორპუსში 4-სართულიანი ავარიული სახლის დემონტაჟი და მის ადგილას 10-სართულიანი შენობა-ნაგებობა აშენდება. 36 ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. მათთან შეთანხმების შემდეგ კი სრულიად ახალი კორპუსი აშენდება. აღნიშნულ მისამართზე უკვე მიმდინარეობს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერს და მასში ყველა დაინტერესებულ კომპანიას შეეძლება, მონაწილეობა მიიღოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ამავე პროგრამის ფარგლებში, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც ვარკეთილის მე-3 მასივის მე-7 კვარტალში ხორციელდება. „რაც შეეხება ვარკეთილის მე-3 მასივის, მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსს, მოსახლეობასთან შეთანხმებით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოხდა კორპუსის დემონტაჟი და აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი, თანამედროვე შენობა-ნაგებობა. 36 ოჯახი მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისინი ახალ და მოწესრიგებულ ფართებში დაბრუნდებიან“, - აღნიშნა თბილისის მერმა. რაც შეეხება ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიულ სახლებს, კახა კალაძის თქმით, მათზე აღნიშნული წესი არ მოქმედებს, თუმცა, უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს გეგმას, თუ როგორი წესით უნდა მოხდეს მსგავს ზონებში ავარიული შენობების მოწესრიგება-რეაბილიტაცია. „ზოგადად, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაც ანალოგიური პრობლემა გაწუხებთ, მძიმედ ავარიულ შენობებში ცხოვრობთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას. ასევე, გვაქვს მსგავსი პრობლემა ისტორიულ უბნებში, სადაც შენობები ავარიულია. დავალება მიცემული გვაქვს და უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ გეგმას, თუ როგორ ვხედავთ ისტორიულ ზონებში შენობა-ნაგებობების მოწესრიგება-რეაბილიტაციას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)