|
2023-02-21 18:23:14, 678 ნახვა
პოლიტიკა
„ხალხის ძალა“ - ინიცირებას გავუკეთებთ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგია
ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" პარლამენტში დაინიცირებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მეორე, ალტერნატიულ ვერსიას წარადგენს. ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მეორე კანონპროექტი იქნება ამერიკული კანონის ანალოგი და ამისათვის 1-2 დღე დასჭირდებათ. "მივიღეთ გადაწყვეტილება ინიცირება გავუკეთოთ ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც არის სუფთა ამერიკული ანალოგი. ჩვენ გავაკეთებთ პირდაპირ თარგმანს და დავაინიცირებთ კანონს, ამისთვის დაგვჭირდება 1-2 დღე. ჩვენ გვქონდა თავიდან შეთავაზება, რომ წარგვედგინა პირდაპირ ამერიკული ვარიანტი, მაგრამ მათ მიერ იყო წინადადება, რომ უფრო ლიბერალური კანონი განგვეხილა და არა ამერიკული პროექტი წარგვედგინა. ჩვენ მივიღეთ მათი შემოთავაზება და წარვადგინეთ, პროექტი, რომელიც ეფუძნებოდა ამერიკულ ვარიანტს. ჯერ საკომიტეტო განხილვები არ დაწყებულა და დაიწყო აქტიური ისტერია ამის გარშემო, რომ თითქოს რუსული კანონის ანალოგია. ჩვენ საზოგადოებას ბრიფინგზე გავაცანით სხვაობა, თუ რით განსხვავდება ამერიკული ვარიანტისგან და ავუხსენით საზოგადოებას, რომ რუსულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. არავითარი აკრძალვის მექანიზმები ქართულ ვარიანტში არ იკითხება, ის შიშები და სპეკულაციები არის უსაფუძვლო. რადგან ასე წარიმართა პროცესი, მივიღეთ გადაწყვეტილება წმინდა ამერიკული ვარიანტი ალტერნატიული პროექტის სახით წარმოვადგინოთ, ანუ არჩევანი გვაქვს უფრო მეტი, ვიდრე აქამდე გვქონდა და ვფიქრობ, მეტი საშუალება ექნება საზოგადოებას და ოპონენტებს მსჯელობის",- განაცხადა ხუნდაძემ. ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". ამასთან, როგორც გუშინ მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა "ქართული ოცნება" „უცხოური აგენტების შესახებ“ შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)