21:34 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 17:26:38, 520 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - გასულ წელს, აქტიური ღონისძიებები ჩატარდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასულ წელს, აქტიური ღონისძიებები ჩატარდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შეზღუდული შესაძლებლობის  პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ არაერთი სწავლება დაორგანიზდა და ჩატარდა.

„2022  წელს, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა მონიტორინგის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაცია მომზადდა. მისი პრაქტიკაში აღსრულების და მონიტორინგის ეფექტიანად  განხორციელების მიზნით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები გადამზადდნენ. ასევე, ევროკავშირის პროექტის - „საქართველოში უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის მხარდაჭერა“ - ფარგლებში, დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ   ტრენინგი ჩაუტარდათ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.ვახტანგ გომელაური: გასულ წელს, აქტიური ღონისძიებები ჩატარდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics