21:33 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 17:10:04, 563 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - 2022 წელს, საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, 8 ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა

2022 წელს,  შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ჯამში 8 ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში  მოხსენებით გამოსვლისას.

ვახტანგ გომელაურის თქმით, საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზება.

„2022 წელს, საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ჯამში 8 ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზება საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად. ამ ეტაპზე დასრულებულია დოკუმენტაციის შექმნის პირველი ნაწილი, რაც შემთხვევის ადგილზე სამოქმედო პროცედურების გაწერას გულისხმობს. პროცედურების სრულად განხორციელების შემდეგ მოხდება განაცხადის შეტანა აკრედიტაციის მისაღებად. კიდევ ერთი დანაყოფი, რომელშიც გასულ წელს წარმატებით დაინერგა საერთაშორისო ISO სტანდარტი, არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“. ეს უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ აისახება მომსახურების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics