|
2023-02-21 13:34:42, 695 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე გახარიაზე - მესამე წელია ვისმენთ, რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო
ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ. მერის თქმით, "საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და შესაბამისად აფასებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას". „მესამე წელია ვისმენთ ამ ადამიანისგან, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუმცა, რეალობა ყველამ ძალიან კარგად იცის. განცხადებები, რომელიც მისი მხრიდან კეთდება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, კარგად აფასებს ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობას და ეს გამოიკვეთება არჩევნებზე მათი მხარდაჭერით. ეს არის ძალიან კარგი შეფასების კრიტერიუმი, ვინ რას აკეთებს. როდესაც მოდის არჩევნების დღე, ჩვენი მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აძლევს ხმას კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღეს, 21 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და მას ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით ანაცვლებს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)