13:01 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 11:49:29, 675 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - დღეს დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ვხსნით

დღეს თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გაიხსნება,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.  

ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული შტაბი ასევე იქნება თბილისის ცენტრალური ოფისიც.

"დღეს ვხსნით დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, ბროსეს 6 ნომერში, რომელიც, პარალელურად იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ცენტრალური ოფისი და შესაბამისად, ჩვენ მომხრეებს, რომლებიც ასიათასობით არიან დედაქალაქში და ეს ყველა არჩევნებზე კარგად ჩანს ხოლმე, მობრძანდით ჩვენთან ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია, გახდით თანამონაწილე გამარჯვების რუსულ ოცნებაზე",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმითვე, იმისთვის, რომ პარტია იყოს ძლიერი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება, სწრაფად მოხდეს პარტიის რეორგანიზაცია და სტრუქტურულად გამართვა.

გარდა ამისა, როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალურ Facebook გვერდზე დაიდება აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მსურველები რეგისტრაციას შეძლებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics