22:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 11:25:27, 634 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

20 თებერვალს, ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ ნატვრის ხის ორგანიზებით, რუსთაველის თეატრში „მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის“ საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართა. 

საქველმოქმედო საღამო, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

გალა კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, ნინო სურგულაძესთან ერთად, ქართველი და მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გაერთიანდნენ. კონცერტში მონაწილეობდნენ: ყოვლად წმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი, თბილისის ქალთა გუნდი და ოპერის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, ასევე მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და სპეციალური მოწვევით, მაესტრო ჯუზეპე საბატინი.
საქველმოქმედო გალა კონცერტი, ტელეიმედის პირდაპირი ეთერით გადაიცა. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობასა და მათ შემდგომ რეაბილიტაციას.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკისა და ფონდ ნატვრის ხის თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის. ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, საზოგადოების საკეთილდღეოდ, მნიშვნელოვანია მსგავს საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics