|
2023-02-20 22:54:52, 677 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - თუ დავშორდით ევროპას და რუსები ვაბოგინეთ ხელისუფლებაში, რას იტყვის ისტორია ჩვენზე ?!
თუ დაინგრა გელათი, თუ ევროპას დავშორდით, თუ კაცი მოკვდა საავადმყოფოში, თუ რუსები ვაბოგინეთ ხელისუფლებაში და დისკომფორტიც ვერ შევუქმენით. იტყვის ნეტავ, რომ ქართველი ხალხი ევროპას და სხვა სიკეთეებს იმსახურებდა?, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინას თავისუფალი სამყაროს ლიდერი ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეწვია, რადგან ეს მათ თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს. მან დასძინა, რომ ქართველი ხალხიც იმსახურებს იგივე პატივს და ევროკავშირის წევრობას, მაგრამ სამწუხაროა რეალობა ისაა, რომ ქართქველი ხალხი არ აკეთებს საკმარისს იქამდე, რომ ისტორიის წინაშე მართლები იყვნენ. "თავისუფალი სამყაროს ლიდერი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩავიდა. თან ვულოცავ უკრაინელებს, თან არც მიკვირს - ასე იქნება ამიერიდან სულ, რადგან უკრაინელები ამას იმსახურებენ! მათ თავისი ბრძოლით მოიპოვეს ეს! და რას იმსახურებს ქართველი ხალხი? - ჩემი აზრით, ყველაფერს საუკეთესოს, არა მარტო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანიც ასე ფიქრობს. თუმცა, არავინ არ გამოვდგებით შემფასებლად - ჩვენ მიკერძოებულები ვართ. მთავარია, რას იტყვის მიუკერძოებელი მსაჯული - ისტორია. რას იტყვის, თუ დაინგრა გელათი, თუ ევროპას დავშორდით, თუ კაცი მოკვდა საავადმყოფოში, თუ რუსები ვაბოგინეთ ხელისუფლებაში და დისკომფორტიც ვერ შევუქმენით. იტყვის ნეტავ, რომ ქართველი ხალხი ევროპას და სხვა სიკეთეებს იმსახურებდა?", - წერს გვარამია.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)