|
2023-02-20 17:34:39, 1438 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია - თხილის ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებულია 37 ათასი ჰექტარი ფართობი თხილის ბაღი
„შარშან შემოდგომაზე დავიწყეთ თხილის ხელშეწყობის პროგრამა. პირველი ამოცანა იყო ფართობების იდენტიფიცირება და კადასტრის შექმნა. ავიყვანეთ 150-მდე ახალგაზრდა, რომელიც გადავამზადეთ. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში. ყველა სოფელში ვიყავით შესული და მოვემსახურეთ ჩვენს ფერმერებს. მინდა მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ფერმერებს აქტიურობისთვის, ადგილობრივ ხელისუფლებას და ჩვენი სააგენტოს ახალგაზრდებს, თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გაწიეს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართლ შეხვედრაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, 37 ათასი ჰექტარი ფართობი თხილის ბაღი არის რეგისტრირებული კადასტრში. ბაღების მფლობელების, თანამესაკუთრეების ჩათვლით, რაოდენობა შეადგენს 85 ათასზე მეტს. „ჩვენ დაახლოებით სამი თვის ფარგლებში, ძალიან მოკლე დროში, შევძელით მასშტაბური ღონისძიებების განხორციელება. თხილის კადასტრში რეგისტრაციის პროცესი გაგრძელდება აპრილამდე. ფერმერებს ექნებათ საშუალება, რომ მივიდნენ მუნიციპალურ ცენტრებში და სოფლის განვითარების სააგენტოს საკონსულტაციო სამსახურებში დარეგისტრირდნენ პროგრამაში. როგორც კი დასრულდება პროცესი, დაიწყება ლიბერთი ბანკისთვის შესაბამისი მონაცემების მიწოდება და ჩვენს ფერმერებს, თხილის ბაღების მფლობელებს დაერიცხებათ ბარათებზე ქულები; როგორც თქვენთვის ცნობილია, 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის დახმარება არის გათვალისწინებული, რომლის გამოყენება შეეძლებათ მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წელს აქტიურად გააგრძელებს შესაბამის სამუშაოების განხორციელებას. „ერთობლივად, სწორედ ფერმერების და ჩვენი სამსახურების აქტიურობით, ჩვენ შევძლებთ, რომ წელს გვქონდეს ბევრად უკეთესი ხარისხის და რაოდენობის მოსავალი, რაც, ვფიქრობ, მეტ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ფერმერებს. იცით, რომ თხილი ის ერთ-ერთი აგრარული პროდუქტია, რომლის ექსპორტის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. შარშან, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში. ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა წარმატებული იქნება. მცენარეთა მოვლის საშუალებების გამოყენებით ფერმერები შეძლებენ მიიღონ უკეთესი ხარისხის და უფრო მეტი რაოდენობის თხილის მოსავალი“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)