14:11 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 16:43:12, 745 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - დაგველოდეთ და დაგვთვალეთ, ოღონდ მოიმარჯვეთ ბევრი კალკულატორი, დაგჭირდებათ

გაძლევთ პირობას, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში მოვალ და ყველა სახლზე დავაკაკუნებ, მე და ჩემი გუნდი ვიქნებით ის ადამიანები, ვინც უზრუნველყოფს მთელი საქართველოდან პროტესტის მობილიზებას დედაქალაქში, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქშია აქცია იქნება ბევრად მასშტაბური და შეძლებენ მიაღწიონ მიზანს - გაათავისუფლონ ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

"მე მინდა თითოეულ თქვენგანს მივცე პირობა და ამას ვაკეთებ ყველგან სადაც ჩავდივარ - ვარწმუნებ, რომ ეს არის უკომპრომისო და საბოლოო ბრძოლა გამარჯვებამდე. მანამ, სანამ შედეგ არ გამოიღებს ეს ბრძოლა. გაძლევთ პირობას, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში მოვალ და ყველა სახლზე დავაკაკუნებ. მე და ჩემი მეგობრები და გუნდი ვიქნებით ის ადამიანები, ვინც უზრუნველყოფს მთელი საქართველოდან პროტესტის მობილიზებას დედაქალაქში. ეს იქნება ორგანიზებული და გამარჯვებაზე მოტივირებული ბრძოლა. ჩემო ძვირფასებო, დაგველოდეთ და თვალყური გვადევნეთ, დაგველოდეთ და დაგვთვალეთ, ოღონდ მოიმარჯვეთ ხელში ბევრი კალკულატორი, იმიტომ რომ დაგჭირდებათ ძალიან მალე. მთელის აქართველო ჩვენ ვიქნებით და გავიმარჯვებთ და დავიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს",- განაცხადა ხაბეიშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი რუსი უფლებადამცველი და ბლოგერი მარკ ფეიგინია. 

თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობ ბათუმში და ასევე, მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყანაში.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics