|
2023-02-19 11:21:55, 887 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - მუხლებზე ვდგავართ და გვატყუებენ, რომ მშვიდობას ვინარჩუნებთ, სინამდვილეში, რუსეთი ადრე თუ გვიან გადაგვივლის
ჩემი აზრით, სრულიად სამარცხვინო გამოსვლა იყო,- ასე შეაფასა "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები. ჯაფარიძის თქმით, "ქართული ოცნება" ქვეყანას მაქსიმალურად ასუსტებს, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით. "ჩემი აზრით, სრულიად სამარცხვინო გამოსვლა იყო. რომ შეადაროთ რა ხდებოდა იქ, ხალხი რაზე ლაპარაკობდა და მერე ღარიბაშვილი რას ლაპარაკობდა, იყო ჩვეულებრივი სირცხვილი. რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს არის ის, რომ ქვეყანას ასუსტებს მაქსიმალურად, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სინამდვილეში, ჩვენ 10 წელია ვდგავართ მუხლებზე და გვატყუებენ, რომ ასე შესაძლებელია მშვიდობის შენარჩუნება, სინამდვილეში, თუ ჩვენ ვიქნებით სუსტი, რუსეთი ადრე თუ გვიან გადაგვივლის. შარშან უკვე გვითხრეს უარი [ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე], ახლა მოვა წლის ბოლო და დიდი ალბათობით, ისევ გვეტყვიან უარს სტატუსზე. მშვიდობა არის იქ - მშვიდობა ცალკე, მარტო და სუსტი, არ გვექნება, გამორიცხულია",- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მიზანი იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება". გარდა ამისა, მან ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და აღნიშნა, რომ "რთულია ითქვას, რა მოხდება, სად იქნება ევროპა უკრაინის ომის შემდეგ".
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)