14:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-18 18:11:20, 1066 ნახვა

მსოფლიო
მაია სანდუ - რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მოლდოვას წინააღმდეგ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ ახლა მოლდოვას ნატოში გაწევრიანებაზე დისკუსიას არ აქვს პერსპექტივა რუსული პროპაგანდის ხანგრძლივი გავლენის გამო, რამაც გაანადგურა ამ ნაბიჯის საზოგადოების მხარდაჭერა.

"როდესაც ჩვენ ვხედავთ რას აკეთებს რუსეთი, ცხადი ხდება, რომ ნეიტრალიტეტი არ გვიცავს. თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს საზოგადოების მხარდაჭერა ამის შეცვლაზე... მიუხედავად ამისა, ასეთი შესაძლებლობა მოლდოვაში განხილვის საგანი არ არის." - აცხადებს მაია სანდუ.

სანდუმ აღიარა, რომ მოლდოვაში არ არსებობს საჯარო კონსენსუსი ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის თაობაზე და რომ, მისი თქმით, რუსული პროპაგანდაა დამნაშავე.

ასევე მიუნხენის კონფერენციაზე სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მისი ქვეყნის წინააღმდეგ, იყენებს ეკონომიკურ ზეწოლას და პროპაგანდას.

მოვდოვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ჩარევის მიზანი მოლდოვას საქმეებში საზოგადოების დესტაბილიზაცია და ხალხის ქუჩაში გამოყვანა იყო ხელისუფლების შესაცვლელად და პრორუსული ხელისუფლების შესაქმნელად.

მან დახმარება სთხოვა საჰაერო მეთვალყურეობასა და თავდაცვაში, მაგრამ თქვა, რომ ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან მოლდოვაში შეჭრის უშუალო საფრთხეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics