15:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-18 12:56:29, 789 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი გერმანული აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს შეხვდა

ზურაბ აზარაშვილი გერმანული  აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. მხარეებმა, კლინიკებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის, სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების რეგულირების საკითხები განიხილეს.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეფორმების მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა. 

საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის 2025 წლიდან იქნება სავალდებულო. 2023 წელს კი სამედიცინო დაწსებულებებმა საერთაშორისო აკრედიტაციის პირველი- თვითშეფასების  ეტაპი უნდა დაასრულონ. საუბარია მომსახურების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე. 

მინისტრის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებები, ინდივიდუალურად, შეძლებენ, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ, აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შორის, უკვე დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, თავად გააკეთონ არჩევანი. 

გერმანულმა მხარემ, ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა. 

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ადამია ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics