15:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 23:56:32, 1998 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე რომან გოცირიძეზე - არ ვეთანხმები გადაწყვეტილებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ გადასარჩენია

არ ვეთანხმები გადაწყვეტილებაში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ გადასარჩენია და როდესაც რუსული ოცნება ამ ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანი წითლიძე თანაპარტიელის, რომან გოცირიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც ენმ დატოვა.

მისივე თქმით, ის არ იზიარებს, მაგრამ პატივს სცემს მის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ პარტია ცოცხალი ორგანიზმია, შესაბამისად, ზოგი დატოვებს პარტიას, ზოგიც კი შემოუერთდება.

"რომან გოცირიძისგან ვისწავლე ძალიან ბევრი პარლამენტში. არ ეზარებოდა ნებისმიერ დროს 24/7 ჩემთვის აეხსნა, ესწავლებინა, გულუხვად გაეცა და გაეზიარებინა თავისი გამოცდილება.  ფასდაუდებელი გზამკვლევია ბატონი რომანი პარლამენტში. ყველაზე რთულ დროს მახსოვს ჩემს გვერდით. 

არ ვეთანხმები გადაწყვეტილებაში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ გადასარჩენია და როდესაც რუსული ოცნება ამ ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას და ვაფასებ მის წვლილს. ცხადია ნებისმიერი წასული დანაკლისია მაგრამ პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ვიღაცა წავა, ვიღაცა მოვა", - განაცხადა წითლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics