15:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 10:23:01, 1077 ნახვა

პოლიტიკა
PACE „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - ამ კანონის მიღებას შემზარავი ეფექტი ექნება

კანონპროექტის მიღებას შემზარავი ეფექტი ექნება,- ასე გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეა უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს.

როგორც PACE-ის განცხადებაში ვკითხულობთ, ფრაქციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი იწვევს შეშფოთებას, მის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტების თავსებადობასთან მიმართებაში.

"შეშფოთებას იწვევს ფრაქცია „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ“, მის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტების თავსებადობასთან მიმართებაში, ამის შესახებ ევროკავშირის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში, კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ ისაუბრეს. მათ ასევე მოუწოდეს საქართველოს ყველა სხვა პოლიტიკურ ფრაქციას, მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს, რომელსაც მიღების შემთხვევაში უმძიმესი ეფექტი ექნება",- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics