04:06 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 09:24:06, 947 ნახვა

მსოფლიო
ოსტინი - შეერთებული შტატები მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნები დაიცვას

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა,  საჭიროების შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნები დაიცვას, რათა რეგიონში სამხედრო ვითარება შეინარჩუნოს.

„ჩვენ მე-5 მუხლის ერთგული ვართ, თქვენ შეგიძლიათ დადოთ ფსონი ამაზე“, - თქვა ოსტინმა, რითაც მხედველობაში მიიღო ნატო-ს წესდებაში მოყვანილი მოთხოვნა, რომ ალიანსის თითოეულმა წევრმა უნდა დაიცვან ერთმანეთი, თავდასხმის შემთხვევაში. 

ესტონეთის ლიდერებთან მოლაპარაკების შემდეგ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ლატვია, ლიეტუვასა და ესტონეთში "მუდმივი, როტაციული" სამხედრო ყოფნის შენარჩუნებას.

„აშშ მტკიცედ რჩება ჩვენი ბალტიისპირეთის მოკავშირეების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის ერთგული“, - განაცხადა ოსტინმა პრესკონფერენციაზე.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა თქვა, რომ მისი ქვეყანა „მუშაობს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს მასზე თავდასხმა“.

"შეკავება აქ ერთი საკვანძო სიტყვაა. სწორედ ამიტომ გამოდის ნატო ახალი რეგიონული თავდაცვის გეგმებით, რომლებიც იმედია დამტკიცდება ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე", - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics