|
2023-02-16 11:53:50, 760 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - როდესაც რუსეთი ძალას იკრებს, საქართველოს საფრთხე ეზრდება და ამაზე ვსაუბრობდი, როგორ შეიძლება ეს ვინმემ წაიკითხოს გულშემატკივრობად
ღამის კურიერის ეთერში "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მის მიერ გაკეთებული განხცადება განმარტა, სადაც იგი ბოლო ორი კვირის მანძილზე ფრონტის ხაზზე რუსეთის უპირატესობაზე საუბრობდა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ფაქტზე მითითებით, მან წუხილი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საფრთხე ეზრდება საქართველოს. "ომში იყო გარკვეული ეტაპი, როდესაც უკრიანამ მოახერხა გარდატეხის შეტანა და ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიბრუნეს, ეს იყო ხარკოვის და ხერსონის ოლქის ნაწილები. ეს ორთვენახევრის მანძილზე გაგრძელდა. უპირატესობა ჰქონდა უკრაინას ეს იყო ფაქტი მაშინ. ამის შემდეგ დგება ახალი წელი და იანვრიდან გაგრძელდა საომარი მოქმედებები. ნახეთ ნებისმიერი სანდო წყარო, იანვარ-თებერვალში უკრაინელებს დასახლებული პუნქტები არ აუღიათ და რუსეთმა ბევრი დასახლებული პუნქტი აიღო - ეს არის მოცემულობა რაც არის ფაქტი. როდესაც რუსეთი ძალას იკრებს, ამ შემთხვევაში საქართელოს საფრთხე ეზრდება და ამაზე ვსაუბრობდი, როგორ შეიძლება ეს ვინმემ წაიკითხოს გულშემატკივრობად?! აქედან ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის ცარიელი სიყალბე. ეს განცხადება იყო ჩემი წუხილი, ჩვენ ჩვენი ამბავი გვაწუხებს და წუხილია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მიმართ ინტერესი იზრდება, რომ ქვეყანა ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. ამ დონის სიყალბე და სიცრუე ჩვენ არ გვიკვრის მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, მე ვთქვი უტყუარი ფაქტი, რასაც ამბობს ბრიტანული დაზვერვა, ამერიკული დაზვერვა და ა.შ აქაც წუხილი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საფრთხე ეზრდება საქართველოს. ეს ვინმემ, როგორ შეიძლება აღიქვას როგორც გულშემატკივრობა?,- აცხადებს კობახიძე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)