|
2023-02-15 14:51:00, 1932 ნახვა
სხვადასხვა
10 დღე ნანგრევების ქვეშ - თურქეთში მიწისძვრიდან 222 საათის შემდეგ, ქალი გამოიყვანეს
თურქეთში, მიწისძვრიდან მეათე დღეს, ნანგრევებიდან 42 წლის მელიქე იმამოღლუ გამოიყვანეს. ქალმა 222 საათი გაატარა კაჰრამანმარაშის ონიკიშუბათში დანგრეული სახლის ნანგრევების ქვეშ. დანგრეული სახლის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ბურსას პროვინციის რაზმები აწარმოებენ. ნანგრევებიდან გამოყვანილი მათ პირველადი დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. ამასთან, ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს 5 მოქალაქე დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)