19:56 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 13:38:01, 899 ნახვა

საზოგადოება
მინდელის ხიდიდან ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთამდე ავტომანქანების გადაადგილება 1-ელ აპრილამდე ნაწილობრივ შეიზღუდება

ბელიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დღეიდან 1-ელ აპრილამდე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება მინდელის ხიდიდან ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთამდე. 

თბილისის მერიის ცნობით, ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში, 23:00 საათიდან 07:00 სთ-მდე იწარმოებს, ხოლო დღის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური მოძრაობისას, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება და გადაადგილება  შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების განხორციელების პერიოდში ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ უცვლელად, არსებული სქემის შესაბამისად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics