04:37 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-14 23:45:03, 1086 ნახვა

მსოფლიო
ჯონ კირბი - ამ ეტაპზე არ გვინახავს მინიშნება, რაც კონკრეტულად მიუთითებს იმაზე, რომ საჰაერო ობიექტები ჩინეთის სადაზვერვო პროგრამის ნაწილია

ჩვენ ანალიზის გარეშე ვერ ვიტყვით თუ რა იყო ეს ობიექტები, ამ ეტაპზე არ გვინახავს რაიმე მინიშნება, რაც კონკრეტულად მიუთითებს იმაზე, რომ ეს სამი ობიექტი ჩინეთის სადაზვერვო პროგრამის ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ 12 თებერვალს განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კანადის თავზე კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს, ეს გასულ კვირაში რიგით მესამე მფრინავი ობიექტი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საბოლოოდ ვერ ვიტყვით, ნამსხვრევების ანალიზის გარეშე, რა იყო ეს ობიექტები, ამ ეტაპზე არ გვინახავს რაიმე მინიშნება, რაც კონკრეტულად მიუთითებს იმაზე, რომ ეს სამი ობიექტი ჩინეთის სადაზვერვო პროგრამის ნაწილი იყო, ან რომ ეს ობიექტები გამოიყენებოდა სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების მიზნით“, - განაცხადა კირბიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics