|
2023-02-13 20:52:51, 1797 ნახვა
სხვადასხვა
გენერალურ პროკურატურაში, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროკურატურის ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრაზე, ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებში, თბილისში საქართველოს პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა აშენდება. მშენებლობა განხორციელდება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით. საქართველოს პროკურატურის ახალ შენობაში განთავსდება თბილისის რაიონული პროკურატურები, რომელთა თანამშრომლები უკვე არაერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ. ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი. პროექტის მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათ თანამედროვე სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)